დადგენილება №71/2017
15 ივნისი, 2017
15 ივნისი, 2017
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის №144/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 7 ივნისის №8676/28 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის №144/2016 დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებულ №4 დანართში და მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.2. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ საბოლოო შეფასება იქნება „არადამაკმაყოფილებელი“ ან „სრულიად არადამაკმაყოფილებელი“. დადებითი შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტინგის დოქტორის აკადემიური ხარისხი.“.
2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე