2018-12-21
ბრძანება №:317/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A2, B1, B2“ დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A2, B1, B2“  დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 05 დეკემბრის N25031/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 13 დეკემბრის  N25733/10  წერილების საფუძველზე,         

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: დონე A2, B1, B2“ (დანართი 1,    2,     3);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი                        გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება