2018-12-19
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და ფონდებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივაზე ირაუბრეს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
ჰუბერტ ქნირშიმ შეხვედრაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა გერმანიის უნივერსიტეტებთან ინსტიტუციურ დონეზე თითქმის სამოცი წელია მიმდინარეობს. დღეისათვის 25-მდე უნივერსიტეტთან არის გაფორმებული შეთანხმება სხვადასხვა სახის აქტიური და საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც ძირითადად ევროკომისის მიერ დაფინანსებული პროგრამის ერასმუს + და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ცალკეული მეცნიერებისა და სამეცნიერო პროექტების ფინანსური მხარდაჭერა წლების განმავლობაში ასევე ხდებოდა სხვა გერმანული ფონდებიდანაც.
« იხ. ყველა სიახლე