2020-06-26

„სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

„სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიხსნა. კონფერენცია წელს Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ,  დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, რუსეთი აზერბაიჯანი. 
კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია მიესალმნენ.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა:  საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობალიზაცია.   
VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა", რომელიც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 15 წლის იუბილეს ეძღვნება 27 ივნისამდე გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე