2018-05-19

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მესამე ეტაპი

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მესამე ეტაპი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპზე შემოსულ სამეცნიერო და კულტურულ/სპორტულ/საგანმანათლებლო სტუდენტურ პროექტებს 20 ოქტომბრამდე განიხილავს სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო.

სტუდენტური პროექტის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძისა და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნუნუ ოვსიანიკოვას 2018 წლის 29 იანვრის ერთობლივი ბრძანებით, დამტკიცდა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარეა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე.
სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3 ჯერ.
 
საბჭოს წევრები სამეცნიერო პროექტებს შეაფასებენ საბჭოს მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა). ხოლო კულტურულ/სპორტულ/
საგანმანათლებლო პროექტებს – შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის პირველ ეტაპში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები.

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ დამატებით განხილული და კონკურსის პირველ ეტაპში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები.

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის მეორე ეტაპში გამარჯვებული სტუდენტური პროექტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე