2020-02-29

თენგიზ ცერცვაძე - “SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19) “ - ახალი კორონავირუსი“

თენგიზ ცერცვაძე - “SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19) “ - ახალი კორონავირუსი“
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, ძირითადი სიმპტომები და პრევენციის გზები“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
„ეს ლექცია საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება. დიდია საზოგადოების ინტერესი ამ დაავადების მიმართ და რამდენადაც ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ვცდილობთ გავაზიაროთ ეს გამოცდილება. ამის გარდა ჩატარდება ტრენინგები და ყველა ექიმი იქნება დატრენინგებული,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად გაწურული და ადეკვატური, რომ ამ ზედმეტად გავრცელებული ჭორებისგან და პანიკისგან მოხდეს პრევენცია მოსახლეობის ცნობიერებისა. რა თქმა უნდა ამ ეპიდემიას აქვს თავისი საფრთხეები, მაგრამ ეს არის გააზრებადი, გაცნობიერებადი და მასთან ბრძოლა ადექვატურად შეიძლება,“- აღნიშნავს თსუ მედიცინის დეკანი დიმიტრი კორძაია. 
ლექცია თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე