2017-04-19
„არა ბარბარიზმებს“ ღონისძიება-აქცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობის „არა ბარბარიზმების“ ფარგლებში გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო პირველად გადაეცათ სპორტულ ჟურნალისტ ნიაზ მამრიკიშვილს, საზოგადო მოღვაწეს, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, უცხოელ ქართველოლოგს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს დონალდ რეიფილდს და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ტოშიო კაიტანის. გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისგან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „თანამედროვე ქართულ ენაში შემოდის ძალიან ბევრი უცხო სიტყვა, რომლის შესატყვისი ქართულ ენაში გვაქვს. ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ, დავიცვათ ენის სიწმინდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს დავაჯილდოვეთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც გამორჩეული, გამართული ქართულით მეტყველებენ. ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი ბარბარიზმებზე; დავიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებშიც გამოვიწვიეთ სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები.“
„ქართული ენა ძალიან ლამაზი ენააა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. წარმატება მინდა ვუსურვო წამოწყებულ აქციას. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი უცხოელი ისწავლის ამ მარგალიტივით ენას,“- აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ მადლობა გადაუხადა სასიამოვნო სიურპრიზისთვის უნივერსიტეტს: „ვერც კი წარმომედგინა, რომ ვინმე უსმენს ჩემს საუბარს და თან არჩევს, თუ როგორ ვლაპარაკობ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ჩემს ალმა მატერში მიღებული ჯილდო.“
უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო მოულოდნელი აღმოჩნდა სპორტული ჟურნალისტის ნიაზ მამრიკიშვილისთვის, „ძალიან გაკვირვებული ვარ და თან ძალიან გახარებული, რადგან ამ აუდიტორიის წინაშე წარდგენაც კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სრულიად ჩავერთე ამ პროცესში და კარგად ვაცნობიერებ, თუ რა მოვალეობები უნდა დავუსახო საკუთარ თავს ამის შემდეგ. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, სპორტულ კომენტატორებს აქტიურად ჩაერთონ დახვეწილ ქართულ ენაზე მეტყველებაში“- აღნიშნა ნიაზ მამრიკიშვილმა.
„დღეს ვაჯამებთ ჩვენი მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ოთხთვიანი მუშაობის შედეგებს. თუნდაც ის, რომ ამდენი სკოლის მოსწავლე, ამდენი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი მოვიდა დღეს, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამ იდეის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი - ენის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების გაცნობიერება, ფართოდ გატანა საზოგადოებაში-შედგა. ამ მოძრაობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის ჯოლდო, რომელიც უნივერსიტეტმა დააწესა უნივერსიტეტის მედლის სახით. ეს ჯილდო იქნება ყოველწლიური და გადაეცემა განსაკუთრებული ლიტერატურული ქართულით მეტყველებისათვის საზოგადო მოღვაწეს, ჟურნალისტს, უცხოელ ქართველოლოგს და საქართველოში მოღვაწე დიპლომატს,“- განაცხადა თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ.
უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის ფარგლებში შექმნილი „ბარბარიზმების ლექსიკონი“ და განაცხადა იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რითაც მოძრაობა „არაბარბარიზმებს“ გაგრძელდება მომავალში. „ბარბარიზმების ლექსიკონის“ საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ იგი აიტვირთება ინტერნეტში მოძრაობის გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. მზადდება რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ონლაინ-ვერსია ერთიანი საძიებო სისტემით, რომელიც მალე განთავსდება ინტერნეტში მისამართზე: http://barbarizmebi.ge
ღონისძიებაზე შეჯამდა ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული მაისურების აქცია, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ბევრმა მოქალაქემ, პროფესორ-მასწავლებელმა, სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მაისურების აქციის გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ 10 სხვადასხვა ნომინაციაში. დასასრულს გაიმართა „ბარბარიზმების გადაყრის“ ცერემონია.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია.

« იხ. ყველა სიახლე