2017-02-27
აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. იუბილეს ფარგლებში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“ და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა, მათ შორის, აკაკი შანიძის პირველი დაბეჭდილი სტატია, რომელიც 1906 წელს გამოქვეყნდა გაზეთ ,,მუშაში", სახელწოდებით ,,რას ვუცადოთ".
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტი აკაკი შანიძის 130 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. „ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ბუმბერაზი მეცნიერების ღვაწლის აღნიშვნა ხდება. აკაკი შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუძემდებელი იყო. იგი თანამებრძოლი გახლდათ დიდი ივანე ჯავახიშილის, ის იყო ერთ-ერთი პირველი პროფესორი. საოცარია გამა იმ ინტერესებისა, რომელიც გააჩნდა მას, როგორც მეცნიერს. მართლაც, წარმოუდგენელია, რომ ერთმა ადამიანმა, შეძლო ძალიან ბევრ სფეროში დაეტოვებინა თავისი ნათელი კვალი. აკაკი შანიძე არ იყო ადგილობრივი მნიშვნელობის მეცნიერი, ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი, ბევრი საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი. ვისურვებდი, რომ ასეთი მეცნიერები ბევრი ჰყავდეს საქართველოს მომავალში“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
როგორც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, აკაკი შანიძე ითვლება ქართული მეცნიერების პატრიარქად, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განთვითარებაში. „ის იყო დიდი ენათმეცნიერი, წარმატებით მუშაობდა რუსთველოლოგიაში, დიალექტოლოგიაში და კიდევ მრავალ სხვა დარგში, სადაც შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები. თსუ აგრძელებს აკაკი შანიძის ტრადიციებს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება ის გზა, რომელიც აკაკი შანიძემ დაიწყო, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ 130-მდე საგანს, რომლებითაც ვასწავლით ქართულ და ქართველურ ენებს და ამ საგნების შესწავლა შეუძლიათ არამარტო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, არამედ ეს საგნები შეუძლიათ აირჩონ სტუდენტებმა ნებისმიერი ფაკულტეტიდან“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
აკაკი შანიძე იყო ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი პროფესურის წევრი; მან დაუდო სათავე სამეცნიერო ხარისხის მოპოვების დაწყებას საქართველოში - 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა პირველი დისერტაცია: „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რომელშიც ქართული ზმნის სტრუქტურა სისტემურად არის განხილული. აკაკი შანიძემ მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა: იკვლევდა, ადარებდა, ადგენდა, გამოსცემდა. აკაკი შანიძე 700-ზე მეტი გამოცემის ავტორია; ფართო იყო მისი მოღვაწეობის სფერო: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, ფოლკლორისტიკა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთმცოდნეობა, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, უმწერლობო ქართველური ენები, არმენისტიკა, ალბანური ენა.

« იხ. ყველა სიახლე