2018-09-14
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგიაში „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ გაიხსნა. კონფერენციის მიზანია თანამედროვე ტერმინოლოგიური პრობლემების მოგვარება. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნუნუ ოვსიანიკოვა, ევროპის ტერმინოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე
ჰენრიკ ნილსონი, ლიტვის ენის ინსტიტუტის დირექტორი
ალბინა აუკსორიუტე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნუნუ ოვსიანიკოვას თქმით, ტერმინოლოგია ის უმთავრესი ღერძია, რომელზეც ენის განვითარება დგას. „100 წლის წინ, როდესაც დაარსდა ქართული უნივერსიტეტი, გაჩნდა გარკვეული ნიჰილიზმი და ეჭვი ქართულად სწავლებასთან დაკავშირებით. იმდროინდელ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ქართველებს არ აქვთ დარგობრივი ტერმინოლოგია და ვერ შეძლებენ ქართულად ლექციების წაკითხვასო. მაგრამ, საბედნიეროდ, მაშინდელმა სამეცნიერო საზოგადოებამ, რომელსაც განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული, ამ ეჭვს ღირსეული პასუხი გასცა ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის შექმნით,“ - აღნიშნა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ნანა მაჭავარიანის თქმით, საქართველო ტერმინოლოგიური მუშაობის მხრივ საუკუნეებს ითვლის. „საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს. დღევანდელი კონფერენცია წარსულ მიღწევებსაც ეხება და თანამედროვე ტერმინოლოგიაზეც არის საუბარი,“ - განაცხადა ნანა მაჭავარიანმა.
ევროპის ტერმინოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარემ ჰენრიკ ნილსონმა აღნიშნა, რომ კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. სამი დღის განმავლობაში ტერმინოლოგიის ბევრ სხვადასხვა ასპექტზე იქნება საუბარი. დღევანდელი დღე გვაჩვენებს, რომ საქართველო ტერმინოლოგიაზე დიდი ხანია მუშაობს. მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს საერთოს საქართველოსა და ევროპას შორის. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ, როგორ გადავჭრათ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - განაცხადა ნილსონმა.
კონფერენციის ორგანიზატორის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელის ლია ქაროსანიძის თქმით, ტერმინოლოგიური კონფერენცია განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთსა და იმავე თემაზე ტერმინოლოგიაზე და, შესაბამისად, სამეცნიერო ენაზე საუბრობენ, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. „ეს კონფერენცია არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, თუმცა მანამდე ჩვენ ვატარებდით ადგილობრივ კონფერენციებს ტერმინოლოგიაში და ვცდილობდით, თავი მოგვეყარა დარგის სპეციალისტებისთვის, ფილოლოგებისთვის, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ერთობლივი სამუშაოა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ თანამედროვე ტერმინოლოგიური პრობლემები გვაქვს და კონფერენციით ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ,“ - აღნიშნა ორგანიზატორმა.
ქართული ტერმინოლოგიური სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის ინგა ჯიბუტის თქმით, მომავალმა თაობამ ის საჭირო საქმე, რასაც ტერმინოლოგიაზე მუშაობა ჰქვია, უნდა გააგრძელოს. „ახლა შევიტყვე, რომ ესტონელებს აქვთ ესტონური ენის ინსტიტუტი, ლიტველებს აქვთ ლიტვური ენის ინსტიტუტი, ჩვენ გვაქვს ერთი ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც ყველაფერს ემსახურება. არასოდეს დამავიწყდება სხდომები, როდესაც ერთობლივად იქმნებოდა ტერმინოლოგია. შემდეგ ეს ტერმინოლოგია ჩვენში მუშავდებოდა. ეს უნდა გაგრძელდეს აუცილებლად,“ - აღნიშნა ჯიბუტმა.
ქართული ტერმინოლოგიური სკოლა საუკუნეებს ითვლის და მდიდარი მემკვიდრეობა აქვს (VII-X საუკუნეებიდან იღებს სათავეს საეკლესიო-საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, გრამატიკული, მათემატიკური თუ სხვა დარგის ქართული ტერმინოლოგია). დღეს საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ტერმინოლოგიური სიჭრელე თითქმის ყველა დარგში. ტერმინოლოგიაში არსებული პრობლემები, გარკვეულწილად, აფერხებს თარგმნითი ლექსიკოგრაფიის განვითარებასაც.
ამ პრობლემის გადასაჭრელად 2013 წელს თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ინიციატივით დაარსდა ყოველწლიური ადგილობრივი ტერმინოლოგიური კონფერენცია სამეცნიერო ტერმინოლოგია და ჟურნალი „ტერმინოლოგიის საკითხები“. ამავე განყოფილების ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია (სტა), რომელიც უკვე ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრია.

« იხ. ყველა სიახლე