2018-03-08
გამოფენა „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) გამოცდილება“
საქართველოს პარლამენტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული გამოფენა „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) გამოცდილება“ გაიმართა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.
“დღევანდელ დღეს ხაზგასასმელია, რომ ის პოლიტიკური კულტურა, დისკუსიის კულტურა, რომლიც იმდროინდელ საქართველოში არსებობდა, იყო ნამდვილად სამაგალითო და ბევრი იმდროინდელი პროგრესული ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მათ ბევრი რამ უნდა ესწავლათ საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ლამაზი წახნაგი ჩვენი სამწლიანი, ხანმოკლე სახელმწიფოებრიობისა, როდესაც შეიქმნა სტანდარტი და ეს სტანდარტი ნამდვილად იყო ევროპული და ქალების მონაწილეობა ამ პროცესში მართლაც უნიკალური იყო, იმდროინდელ ევროპაში მითუმეტეს“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთი საუკუნის წინ საქართველოში ძალიან პროგრესული პროცესები მიმდინარეობდა, რაშიც ქალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. “ერთი საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა სამართლიანად ითვლებოდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად. ერთი საუკუნის წინ ჩვენი წინაპრები საუბრობდნენ ძალიან ფუნდამენტურ, ევროპულ და ამავე დროს, ქართულ ღირებულებებზე, როგორიც არის თანასწორობა და დემოკრატიული ღირებულებები. ერთი საუკუნის წინ საუბარი იყო დამოუკიდებელ სასამართლოზე, მყარი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნასა და ჩამოყალიბებაზე, ადამიანის უფლებების კუთხით თანასწორობის, რელიგიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, შრომის უფლებების განმტკიცებაზე. ნამდვილად ძალიან პროგრესული პროცესები მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, რაშიც ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მოღვაწე პოლიტიკოს ქალთა და პოლიტიკურ აქტივისტთა პორტრეტები, საკანონმდებლო ინიციატივები, მათი პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი წერილები. გარდა ამისა, გამოფენისთვის მომზადდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები და საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი ფოტოები.
მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, თსუ-ს ბიბლიოთეკასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში (SOVLAB).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი პროგრესული პოლიტიკური სისტემით სამართლიანად მიიჩნეოდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალი პოლიტიკოსები. მათი ინიციატივით არაერთი საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავეს განათლების, ჯანმრთელობისა და შრომის შესახებ და სხვ. ქალები საკანონმდებლო ორგანოში იკავებდნენ კომისიების მოადგილის, მდივნის და დამფუძნებელი კრების მთავარი ორგანოს პრეზიდიუმის წევრის თანამდებობებს.

« იხ. ყველა სიახლე