2020-05-09

ტრენინგები ელექტრონულ სწავლებაზე

ტრენინგები ელექტრონულ სწავლებაზე
COVID 19-ის პანდემიის გამო ელექტრონულ სწავლებაზე სრულად გადასვლის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსთან თანამშრომლობით თსუ აკადემიური პერსონალისთვის კიდევ ერთი ტრენინგი გამართა. ელექტრონულ სწავლებაში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა; სილაბუსის მოდიფიცირება ონლაინ კურსისთვის; სტუდენტებთან კონტაქტი და კომუნიკაცია; Zoom -ის გამოყენება სწავლების პროცესში; ონლაინ გამოცდების ჩატარების საშუალებები - ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული ტრენინგზე.

შექმნილი სიტუაციის დროს სასწავლო პროცესის უკეთ მართვის გამო, მარტის ბოლოს, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვა ჩაატარა. სწორედ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდა აკადემიური პერსონალის სურვილის გათვალისწინება და ელექტრონული სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა. ელექტრონული სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, სწავლებისა და შეფასების მეთოდების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში აკადემიური პერსონალისთვის ხელის შესაწყობად, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესორებს შესთავაზა შემდეგი ტრენინგები: დავალების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე; ტესტების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე; ტესტის შექმნის მეთოდოლოგია; სტუდენტთა შეფასების მეთოდები; შეფასების რუბრიკების შექმნა; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება; თვითშეფასების ანგარიშის მომზადება. ტრენინგებზე 350-მდე მსურველი დარეგისტრირდა. თსუ ხარისხის სამსახური აკადემიურ პერსონალს ტრენინგებს განმეორებით შესთავაზებს.

ამასთან, კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები უცხოელ კოლეგებთან. მოლაპარაკებების თანახმად, მაისის მეორე ნახევარში, აკადემიური პერსონალისთვის თსუ კიდევ სამი ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე