2017-02-21
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი
აქსელ ფიშერი ეწვია. შეხვედრას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე
მიხეილ ჩხენკელი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
ირაკლი ბურდული, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
ლადო ჭანტურია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულ უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
« იხ. ყველა სიახლე