2017-10-20

თსუ სტუდენტების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

თსუ სტუდენტების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ისრაელში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სუპერფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

არიელის უნივერსიტეტში 16-22 ოქტომბერს მათემატიკის მე-12 ღია საერთაშორისო ინტერნეტ ოლიმპიადის (OIIO) სუპერფინალი მიმდინარეობს.

სუპერფინალში მონაწილეობენ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გიორგი სვანაძე, ანანო ბასილაია და ელენე გაბელაია. გიორგი სვანაძემ ოქროს მედალი, ხოლო ანანო ბასილაიამ და ელენე გაბელაიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე