2018-05-10

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი იხსნება

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი იხსნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი იხსნება. სამეცნიერო ჰაბის მიზანი კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობაა. 

10 მაისს ევროპის აკადემიის დელეგაცია პრეზიდენტის, პროფესორ ზირდ კლოტინკის, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ევა კონდოროშის და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ალექს ვეხრაცკის შემადგენლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე ევროპის აკადემიის წარმომადგენლობის თსუ-ში გახსნის საკითხი განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობა იქნება ნიშანი აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის, გააფართოვონ ევროპის აკადემიური საზოგადოების როლი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში  და განავითარონ ევროპული კვლევითი სივრცე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ჰაბი საქართველოს გარდა დაფარავს ასევე სომხეთს და აზერბაიჯანს, რაც უპრეცედენტო შემთხვევა კავკასიის რეგიონში. 11 მაისს თსუ-ში ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და  გაიმართება სიმპოზიუმი. სიმპოზიუმზე ევროპული აკადემიის წარმომადგენლები წაიკითხავენ მოხსენებებს ნევროლოგიის, ბიოქიმიისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით.  


Print

« იხ. ყველა სიახლე