2017-04-24
ადმინისტრაციული პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ადმინისტრაციული პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას 5 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტეტების (მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, გისენის უნივერისტეტი,
ზაარლანდის უნივერსიტეტი, ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, იაშის
უნივერსიტეტი, კორუნას უნივერისტეტი) წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე ვიდეო ჩანაწერის საშუალებით მიესალმა საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს და ნაყოფიიერი მუშაობა უსურვა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის „ერასმუს+“ 56 პროექტში, ასევე, სხვა გაცვლით პროგრამებში
მონაწილეობს, 200-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და იმედი მაქვს, ამ თანამშრომლობის საფუძველზე, კიდევ უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა გვექნება მომავალში"-განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
საერთაშორისო კვირეულის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამედროვე გამოწვევების განხილვა და მონაწილეებს შორის უნივერსიტეტის ინტერნაზიონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ერაზმუს+ის ეროვნული ოფისის, საერთაშორისო განათლების ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები. ღონისძოება თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

« იხ. ყველა სიახლე