2020-05-29

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია: “ნაციონალური დღესასწაულების ანთროპოლოგიური ასპექტები”

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია: “ნაციონალური დღესასწაულების ანთროპოლოგიური ასპექტები”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია: “ნაციონალური დღესასწაულების ანთროპოლოგიური ასპექტები”.

კონფერენიციის მსვლელობაში მონაწილოება მიიღეს თსუ, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის, ბერგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა: გიორგი ჭეიშვილმა (თსუ, ბერგენის უნივერსიტეტი), ელინა ტროშენკომ (ბერგენის უნივერსიტეტი), სათენიკ მკრტჩიანმა (სომხეთის მეცნიერებათა აკადემია) და ელენე ბერაიამ (თსუ) წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოში, სომხეთში, ლატვიასა და თურქეთში ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნის ისტორიასა და ტრადიციებზე, ფორმაზე, არსსა და მიმდინარე ტრანსფორმაციებზე.

ელენე ბერაიამ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაზე და განვითარებაზე 1918 წლიდან დღემდე, თემატურ ტრანსფორმაციებზე, მის ისტორიულ და სიმბოლურ კავშირზე თავისუფლებისა და სახელწიფობერიობის იდეასა და პრაქტიკასთან. ელინა ტროშენკომ ისაუბრა ლატვიაში დღესასწაულების აღნიშვნის სახელმწიფო და სახალხო ასპექტებზე, მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხზე და სახელმწფო პოლიტიკაზე. სათენიკ მკრტიჩიანის მოხსენება დღესასწაულებზე დღევანდელი გამოწვევების გავლენას დაეთმო. მან სომხეთის მაგალითზე განიხილა პანდემიის პირობებში დღესასწაულის აღნიშვნის ჩვეული ფორმების ცვლილებასთან დაკავშირებული სიახლეები და სიზნელეები. გიორგი ჭეიშვილმა ილაპარაკა თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის რეგიონში სახელმწიფო დღესასწაულების ფორმასა და არსზე, ეთნო-კულტურული დეტალების მნიშვნელობაზე, მეხსიერების გავლენაზე. დისკუსიისას დაისვა როგორც კონკრეტული კითხვები ემპირიული მასალის ირგვლივ, ასევე განიხილეს ზოგად-თეორიული საკითხები დღესასწაულების კვლევის. შესახებ.
Print

« იხ. ყველა სიახლე