2019-01-16

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობებს, რომელსაც გასული წლის მაისში საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ხელმოწერილი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტი იძლევა. პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი სასწავლო პროგრამები, ორმაგი დიპლომები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.





Print

« იხ. ყველა სიახლე