2016-09-24

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა თსუ-ში

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  სხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და  სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ მეცნიერების საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენას, რომელიც თსუ-ში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში  გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის დემონსტრირების მიზნით.

მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც მათ წარმატებით შეეძლებათ საგანმანათლებლო პროცესში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა როგორებიცაა: ჯეოლაბი; ინტელი; ლენოვო; ჯეოსელი; Educare Georgia; Microsoft; Kings; UGT; მასწავლებლის სახლი; EMIS-ი; სტუ; IT აკადემია; შპს დაზგა; ორიენტ ლოჯიკი; LEGO Education, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ საგანმანათლებლო რესურსებს წარუდგენენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე