2020-06-24

"დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიულ განათლებაში“

"დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიულ განათლებაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრის „Ida-Virumaa kutsehariduskeskus“  მონაწილეობით გაიმართა ვებინარი თემაზე: „დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიულ განათლებაში“. 

შეხვედრის ფარგლებში, ესტონელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება დისტანციური სწავლების დანერგვაში. ასევე, ისაუბრეს ამ პროცესში წარმოშობილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების, შეფასებების ვალიდაციის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. 
ვებინარში მონაწილეობდნენ „Ida-Virumaa kutsehariduskeskus“ პროფესიული განათლების ცენტრის (ესტონეთი) ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და განვითარების სამსახურების ხელმძღვანელები, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების,  სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები (42 მონაწილე).
Print

« იხ. ყველა სიახლე