2019-06-12

თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა

თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა
12 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით  აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა. 
 
ა)თსუ მედიცინის ფაკულტეტი  – 1   წევრი (2022  წლის  24 ოქტომბრამდე); 

ბ)თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი – 1 წევრი (2020 წლის 8 ივლისამდე).



 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭოს   წევრთა არჩევნებისთვის დარეგისტრირებული კანდიდატები გახლდნენ:

1. ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტი

2. როლანდ თოფჩიშვილი - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;

3. ნინო მინდაძე - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
 
იხილეთ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი. 





Print

« იხ. ყველა სიახლე