2018-11-22

3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი

3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი
თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიაწოდეს.

სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფს. ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური ქალაქი თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.
Print

« იხ. ყველა სიახლე