2018-07-04

თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის ვირტუალური ტური

თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის ვირტუალური ტური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის ვირტუალური ტური , შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ეწვიოს თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის ნებისმიერ კუთხეს და დაათვალიეროს მისთვის საინტერესო განყოფილებები.

გზამკვლევის დახმარებით, მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც შეუძლიათ.

საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ქართული და უცხოური იშვიათი წიგნები და პერიოდული გამოცემები. თსუ ბიბლიოთეკებში (თსუ ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა) დაცულია 8 მილიონი წიგნი და პერიოდული გამო ცემა, 22 მილიონამდე გამოგონება/პატენტი. მკითხველს აქვს წვდომა თანამედროვე სამკითხველო დარბაზებთან, მუდმივად განახლებადი ფონდების ელექტრონულ ვერსიებზე.

თსუ ბიბლიოთეკის ვირტუალური ტური "Matterport Georgia"-მ დაამზადა.
Print

« იხ. ყველა სიახლე