2018-05-01
თსუ მაგისტრანტები ბერნის უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თსუ-სა და საერთაშორისო პროექტის (SCOPES): „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“, თანადაფინანსებით ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია) იმყოფებოდნენ.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლანდშაფტური დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის (ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი) მეორე კურსის სტუდენტებმა: თეონა ქობალიამ, ნათია მელაძემ და სანდრო გოგოლაძემ ბერნის უნივერსიტეტის გარემოს და განვითარების ცენტრში (CDE), რომელიც ეხებოდა სამაგისტრო ნაშრომის თემატიკაზე. განხილვაში მონაწილეობა ბერნის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი მაგისტრანტები დაესწრნენ ლექციებს ბერნის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მონაწილეობა მიიღეს მდგრად ტურიზმთან დაკავშირებულ საველე-სასწავლო კურსს პრაქტიკულ მეცადინეობაში ზამთრის კურორტ კანდერშტაგში (ბერნის კანტონი), შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და მოსახლეობას, ჩაატარეს სოციო-ეკოლოგიური გამოკითხვა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს შვეიცარიაში არსებული მთის ტურიზმის, სამართლებრივი რეგულაციების და ტყეების არამერქნული რესურსების გამოყენების გამოცდილების შესახებ. შვეიცარია ტიპიური მთიანი ქყვეყანაა, ამიტომ ის საუკეთესო მაგალითია საქართველოს მთიანი ტერიტორიების განვითარებისთვის.
« იხ. ყველა სიახლე