2018-02-21

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, განახორციელა პროექტი "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

შეჯიბრში მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან რეგისტრირებული 30-მდე გუნდი, საიდანაც ზეპირ რაუნდში გადავიდა 8 მათგანი. მეოთხედფინალში გამარჯვებულმა გუნდმა დაამარცხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო ნახევარფინალში კი - თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. ფინალში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. გამარჯვება მოიპოვა თსუ იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა, რომელსაც წარმოადგენდნენ სტუდენტები: ვახტანგ ნოღაიდელი, ანა ომანაძე, მარიამ ხარებაშვილი, მარიამ წულაია, ცოტნე კილანავა. თსუ იურიდიული ფაკულტეტის გუნდს თსუ დოქტორანტი და მოწვეულ ლექტორი ალექსანდრე იაშვილი უწევდა მენტორობას.
Print

« იხ. ყველა სიახლე