2018-12-05

სკოლის მოსწავლეები თსუ ,,მომავლის ბიბლიოთეკაში"

სკოლის მოსწავლეები თსუ ,,მომავლის ბიბლიოთეკაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში პატარა მკითხველისთვის ,,მომავლის ბიბლიოთეკა" გაიხსნა.

ღონისძიებაზე სტუმრად მოსულ დაწყებითი კლასების სკოლის მოსწავლეებს ცნობილი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პერსონაჟები დახვდნენ, გაიმართა ზღაპრების ხმამაღალი კითხვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

,,მომავლის ბიბლიოთეკა" კვირაში ერთხელ მიიღებს ბავშვებს საყვარელი მწერლების სამყაროში.
Print

« იხ. ყველა სიახლე