2020-06-06
თსუ-ში Online ღია კარის დღე გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის Online ღია კარის დღე გამართა.
მომავალ სტუდენტებს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ მიმართა. „თსუ არის უპირობო ლიდერი რეგიონში ყველა საერთაშორისო რეიტინგით და მომავალშიც გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. დღემდე ვამაყობთ იმით რომ გვყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომელმაც დაუკავშირა თავისი ცხოვრების გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიიღო აქ ის განათლება, რომელიც ეხმარება დღემდე, რომ ძალიან ბევრ რამეს მიაღწიოს“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ და აბიტურიენტებს წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
ფაკულტეტების დეკანებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თსუ საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების, დაფინანსების შესაძლებლობების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების, სასწავლო რესურსების, კვლევების, თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, კულტურული და სპორტული აქტივობებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ღია კარის დღე Live რეჟიმში, Zoom-ის ვებინარის და Facebook-ის გამოყენებით გაიმართა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები და მიეღთ ამომწურავი პასუხები.
ღონისძიების ვიდეო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
« იხ. ყველა სიახლე