2013-12-26

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად

კონკურსის გამოცხადების შესახებ

ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 26 დეკემბერს.

ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატებისა და კანდიდატების სამეცნიერო მიღწევების  (პრემიის მინიჭებაზე წარმდგენის განცხადება, კანდიდატის წერილობითი თანხმობა წარმდგენის სახელზე, კანდიდატის ავტობიოგრაფია /CV/, კანდიდატის ერთი გამოქვეყნებული ნაშრომი, სხვა ნაშრომების ნუსხა )  შესახებ შესაბამისი მასალების წარდგენა მოხდეს 2013 წლის 30 დეკემბერიდან - 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

დოკუმენტაცია საპრემიო კომისიის სახელზე მიიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის N1, ოთახი N114) დადგენილ ვადებში ყოველ სამუშაო დღეს 09.00 საათიდან 18.00 საათამდე.
Print

« იხ. ყველა სიახლე