2018-03-06
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის იუბილე თსუ-ში
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, პროფესორი
ნოდარ ცინცაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. ნოდარ ცინცაძის საიუბილეო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ,,მოშინაურებული მზე” ჩვენება გაიმართა, რომლის ავტორია ნინო კაკულია.
„88 წელი შეუსრულდა ნოდარ ცინცაძეს, რომელიც არის არის მთელი ეპოქის შემქმნელი პლაზმურ ფიზიკაში, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი. ბევრი აღმოჩენა არის მის სახელთან დაკავშირებული, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; წლების მანძილზე მოღვაწეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში და დღესაც ახალგაზრდული შემართების მაგალითს იძლევა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„ბატონი ნოდარი წარმოადგენს, როგორც ტრადიციული, ასევე ფუნდამენტური ქართული მეცნიერების გამორჩეულ სახეს. თითქმის 60 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ის გახლდათ პლაზმური ფიზიკის ფუძემდებელი, არაერთი საერთაშორისო მასშტაბის ნაშრომის და აღმოჩენის ავტორი. მინდა მივულოცო ბატონ ნოდარს, მის ოჯახს, კოლეგებს თანამოაზრეებს და ვუსურვო სამომავლო წარმატებები, რადგან მისი შემართება, შრომისმოყვარეობა და ენერგია არის ნამდვილად გასაოცარი და სამაგალითო,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საზოგადოება ფართოდ არ იცნობს წამყვან მეცნიერებს და აუცილებელია მეტი საუბრები მათთან, რადგან სახელმწიფოს წარმატება სწორედ მეცნიერებაზე დაფუძნებულ ცოდნაშია.
ქართველ მეცნიერს იუბილე მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ნოდარ ცინცაძის სამეცნიერო მიღწევებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე ისაუბრა.
პროფესორმა ნოდარ ცინცაძემ თსუ რექტორსა და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა საიუბილეო ღონისძიების ორგანიზებისთვის. „ბრწყვინვალე იყო ყველაფერი. დიდი მადლობა კარგი დღისთვის და იმისთვის, რომ ასეთი ფილმი შექმნეს ჩემს მოღვაწეობაზე,“ - აღნიშნა მან.
პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ პლაზმის ფიზიკის კათედრის გამგე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: 2004-2011 წლებში მოღვაწეობდა ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკისტანი); იყო პლაზმის ფიზიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია); იყო პროფესორი ლოს-ანჟელესის, ბერკლის, კორნელის, პრინსტონის, ნიუ-ორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტებში( აშშ), ასევე ლისაბონის უნივერსიტეტსა და გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. ნოდარ ცინცაძე არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
პროფესორი ნოდარ ცინცაძე ამჟამადაც აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას.

« იხ. ყველა სიახლე