2018-02-25
თსუ-ს ინგლისურენოვანმა პროგრამებმა აკრედიტაცია მოიპოვეს
2018-2019 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად, ახალ უცხოენოვან პროგრამებზეც ისწავლიან. თსუ-მ სამი ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. თსუ სტუდენტები
მათემატიკის სადოქტორო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ სტანდარტებით ისწავლიან, რომელიც პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის საერთაშორისო ბაზარზე.
ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავება თსუ-ში საერთშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით განხორციელდა. ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა "საზოგადოებრივი ჯანდაცვა" შემუშავდა ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში თსუ-ს, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT) (ნორვეგია) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლობით.
მათემატიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა შემუშავებულია გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორების რალფ მეიერის და ინგო ვიტის მონაწილეობით, რომლებიც თავადვე არიან პროგრამის ხელმძღვანელებიც. სადოქტორო პროგრამა შექმნილია გოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის (Georg-August University of Goettingen) მათემატიკის სადოქტორო პროგრამის ანალოგიით.
ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება TEMPUS პროგრამის „Reform of Education THru International Knowledge Exchange“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია თსუ. პროგრამა ითვალისწინებს ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის სადოქტორო და სამაგისტრო ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი (Double Degree) პროგრამების განხორციელებას ურბანისტიკასა და არქიტექტურაში.
მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს თსუ-ს კვლევებითა და ინოვაციებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას და თანამედროვე ტენდენციების გაზიარებას.

« იხ. ყველა სიახლე