2020-02-07

თსუ 102 წლისაა!

თსუ 102 წლისაა!
“სულ სხვაა უნივერსიტეტი: აქ მეცნიერება მთელის თავის მრავალმხრივობითა და მრავალფეროვნებით სუფევს: ყველა თავის მიმართულებით, სამეცნიერო გამოცდების და ხარისხების წყალობით. იქ ერთად მოღვაწეობენ სიცოცხლითა, ნიჭითა და გამბედაობით სავსე ახალგაზრდა მეცნიერნიც და სიბრძნის ბრძმედად გაკაჟებული განთქმული მეცნიერნიც.“
ივანე ჯავახიშვილი

1918 წლის 8 თებერვალს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. 
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს, მოქმედებს 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 24 უცხოენოვანი. 10 პროგრამა კი ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას იძლევა. თსუ-ს ჰყავს 200 პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი 56 ქვეყანაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის და ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) შევიდა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან  უკვე 102 წელს აღნიშნავს.



Print

« იხ. ყველა სიახლე