2017-07-04

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია თსუ-ში

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამედ ფარჰადიმ, არდაბილის კვლევითი უნივერსიტეტის, ურუმიის უნივერსიტეტის, თაბრიზის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ისაუბრეს განათლების სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობაზე. კონკრეტულად, საუბარი შეეხო თსუ-სა და ირანულ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და პროფესურის გაცვლას.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტში ირანული (სპარსული) ენისა და კულტურის სწავლების, ირანულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ტრადიცია. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული თემა მომავალი ურთიერთობებისთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე