2020-03-14

ახალი კორონავირუსის (Covid - 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები თსუ-ში

ახალი კორონავირუსის (Covid - 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები თსუ-ში
ახალი კორონავირუსის (Covid - 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში: 14 მარტიდან იწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსების (როგორც სასწავლო ისე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების) განმეორებითი დეზინფექცია სპეციალური ხსნარით და საშუალებებით. შესყიდულია და მომავალი კვირიდან ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება სამუშაო სივრცეების ზედაპირების (ავეჯი, ტექნიკა) დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
ასევე მომავალი კვირიდან ყველა სამუშაო ოთახში დარიგდება ხელის სადეზინფექციო 1 ლიტრიანი ხსნარები, ე.წ. სპრეი ფუნქციით, რათა საჭიროებისამებრ ოთახში დარჩენილმა (რადგან უმეტესობა დისტანციურ მუშაობის რეჟიმში გადავიდა) თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და გარეშე პირებმა წესის დაცვით დაიმუშაონ ხელები. 
გარდა ამისა, სადეზინფექციო საშუალება განთავსდება ასევე თსუ შენობების შესასვლელებში.  
Print

« იხ. ყველა სიახლე