2017-09-20

სტუდენტური ბარათი თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის

სტუდენტური ბარათი თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია "უნიქარდი" თსუ-ს სტუდენტებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა სტუდენტს სთავაზობს ბარათს, რომელიც სტუდენტის საიდენტიფიკაციო ბარათის და უნივერსალური დაგროვებითი ბარათის - "უნიქარდის" ყველა ფუნქციას ითავსებს.

10 000 სტუდენტური ბარათი უკვე დამზადებულია თსუ სტუდენტებისთვის. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტის მონაცემთა ელექტრონული ბაზის SMS.TSU.GE-ის და LMS.TSU.GE-ის საშუალებით მსურველებს შეეძლებათ ბარათის დამზადების მოთხოვნა.

ბარათის მფლობელი სტუდენტები ისარგებლებენ „უნიქარდის“ მიერ შემოთავაზებული ყველა მომსახურებით, სხვადასხვა სახის შეღავათებითა და ფასდაკლებით.


Print

« იხ. ყველა სიახლე