2013-09-16

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა"

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა"
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური 23 ოქტომბერს, კახეთში, წინანდალში ჩატარდა. 12-მა კონკურსანტმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე, 8 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნა. გამარჯვებულთა ვინაობა კონკურსის დაჯილოების საღამოზე გახდება ცნობილი. ფინალისტებიდან სამ საუკეთესოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემა. I ადგილის მფლობელი 1000 ლარს, II – 700 ლარს, ხოლო III ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. გამარჯვებული მონაწილეები კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზებითაც დასაჩუქრდებიან.
საღამოზე კონკურსის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ერთიანი ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართება, ბროშურა ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

წლევანდელი ლეგენდის თემა იყო: 28-ე.
თემის მიღებამდე კონკურსანტებმა მუზეუმში გამოფენილი თანამედროვე არტის უჩვეულო კოლექცია იხილეს, რომელიც 27 ქვეყნის 27-მა ცნობილმა მოქანდაკემ შექმნა, ექსპოზიციას საფუძვლად იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმიის ისტორია დაედო. ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანდის „იმქვეყნიური მცველები“ 1974 წელს ქალაქ სიანთან გათხრებისას აღმოაჩინეს. თიხის 8099 ჩინელ მეომარს და ამდენივე ცხენს იმპერატორი გარდაცვალების შემდეგაც უნდა დაეცვა და მისი ძალაუფლება გაემყარებინა.
იდეის ავტორი და მოძრავი გამოფენის ორგანიზატორი ბრიუსელში მოქმედი სამხატვრო გალერეა Qu Art-ია. გამოფენის მიზანია ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავება.
არმიას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში იდებს ბინას, წვლილი შეაქვს დიალოგზე დაფუნებული მსოფლიოს შენებაში. 27 განსხვავებული და ორიგინალური სათქმელი სხვადასხვა ქვეყნიდან...
გაეცანით 28-ე ამბავს.

იმპროვიზაციული ტურის ნაშრომები:
  1. ბექა ადამაშვილი - “XXVIII: წერტილი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. თორნიკე  ბაქაქური - „ციანიდური დიალექტიკა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. მარიამ ბექაური - „ბედემის მთა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  4. ანი  ლაზვიაშვილი - „წმინდა ატომი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  5. თეონა  ლიპარტელიანი - „28-ე ცხვარი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  6. ნინო  მოდებაძე - „ბოცვერი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  7. თამარ ქამუშაძე - „ეს ორი და სხვა მრავალი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  8. ანა  ყიასაშვილი - „31/10“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  9. დავით  ცარიელაშვილი - „ჯიმ-ჯიმ კურტი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  10. ცოტნე  ცხვედიანი - „ანტოშკა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  11. რატი  წეროძე - „27-ზე მეტი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  12. ოთარ  ჭულუხაძე - „28-ე“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)



Print

« იხ. ყველა სიახლე