2016-09-22
თსუ - პირველი ქართული უნივერსიტეტი Times Higher Education - ის რანჟირებაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.
თაიმსის რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებათაგანია, რომელსაც საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2016-2017 წელს თაიმსმა მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან. ევროპის მასშტაბით თსუ 354-ე ადგილს იკავებს ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ლიტვა), ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტი და სხვა.
თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში:
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც. რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier’s Scopus-ის ბაზაში იძებნება.
შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
უნივერსიტეტების მონაცემების შეფასების გამოთვლის პროცესს ადასტურებს დამოუკიდებელი აუდიტი (Pricewaterhouse Coopers (PWC). მონაცემთა შეკრების პროცესში გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა, ჩართულნი არიან სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ავსებენ სპეციალურ კითხვარს.
იხ.ბმული

- საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას.
- ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი კი - გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გლობალურ აკადემიურ სივრცეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის მიერ კომერციული ბაზრის დაინტერესებას კვლევების მეშვეობით სხვადასხვა სფეროში, რაც ინსტიტუციური ხარისხის სასარგებლო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც. რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier’s Scopus-ის ბაზაში იძებნება.
შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
- სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
- კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
- ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
- საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
- ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
უნივერსიტეტების მონაცემების შეფასების გამოთვლის პროცესს ადასტურებს დამოუკიდებელი აუდიტი (Pricewaterhouse Coopers (PWC). მონაცემთა შეკრების პროცესში გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა, ჩართულნი არიან სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ავსებენ სპეციალურ კითხვარს.
იხ.ბმული
« იხ. ყველა სიახლე