2018-11-02
თსუ ფილმის „აკაკი შანიძის“ წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულებაზე გადაღებულმა ფილმმა
"აკაკი შანიძე" მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა
ანდრიას ჯვარი“ მთავარი პრიზი მოიპოვა. საერთაშორისო ფესტივალი 18-23
ოქტომბერს თბილისში გაიმართა.
50-წუთიანი
ფილმი პროექტის „მათ შექმნეს უნივერსიტეტი“ ფარგლებში და საქართველოს
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა.
ფილმზე
მუშაობდნენ: ირაკლი სოლომონაშვილი, ზაზა ჯღარკავა, იმედა თეთრაძე, ნინო
გელოვანი, მერაბ ვაჩნაძე. პროექტის ავტორია იზა თითბერიძე. პროექტის
სამხატვრო ხელმძღვანელია თსუ კინო-ტელეხელოვნების მიმართულების
ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კოკოჩაშვილი
« იხ. ყველა სიახლე