2018-05-11
თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი გაიხსნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ევროპის აკადემიის რეგიონული წარმომადგენლობა 2018 წლის სექტემბერში
ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ შეთანხმებას თსუ რექტორმა
გიორგი
შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა
ზირდ კლოტინკმა მოაწერეს
ხელი. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება
ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში
მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობა. ეს არის ევროპის
აკადემიის პირველი ფილიალი, რომელიც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში
იხსნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრეთვე ამოქმედდება
ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს შეეძლებათ
ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში და მიიღონ საგრანტო დაფინანსება.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობა იქნება ნიშანი აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის, გააფართოონ ევროპის აკადემიური საზოგადოების როლი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და განავითარონ ევროპული კვლევითი სივრცე.
,,ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ევროპის აკადემიის რეგიონალური წარმომადგენლობა. ჰაბის ძირითადი მიმართულება იქნება ფუნდამენტური კვლევები და გამოყენებითი მეცნიერება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ევროპის აკადემიის ფილიალი პირველად იხსნება ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში, რაც სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. როგორც რექტორმა აღნიშნა, თსუ ასევე გახდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის (Cost) წევრი.
ევროპის აკადემიის პრეზიდენტის ზირდ კლოტინკის თქმით, "დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ევროპის აკადემიისთვის, რადგან დღეს, თსუ-ს არსებობის 100 წლის თავზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ცოდნის ჰაბის“ თსუ-ში დასაფუძნელად. აღნიშნული გააუმჯობესებს ურთიერთობებს მკვლევარებს შორის მსოფლიოს ამ ნაწილში და ასევე ევროპელ მკვლევარებს შორის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება. ეს განაპირობებს ასევე მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, რომელთა რიცხვშია ასოციაცია „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“. ჰაბის ოფიციალურ გახსნა წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით".
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი
ევა კონდოროში და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი
ალექს ვეხრაცკი.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა სიმპოზიუმი. ევროპული აკადემიის წარმომადგენლებმა წაიკითხეს მოხსენებები ნევროლოგიის, ბიოქიმიისა და დედამიწის შემსწავლელი სხვა მეცნიერების მიმართულებით.

« იხ. ყველა სიახლე