2015-04-03
თსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების კიდევ ერთი წარმატება!
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის HERMES-ის საგრანტო კონკურსში, რომლის კონსორციუმში 14 უნივერსიტეტია გაერთიანებული, თსუ-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ლიდერობენ.
2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ერასმუს მუნდუსის HERMES-ის სტიპენდიების მოსაპოვებლად 436 საკონკურსო განაცხადი (საქართველოდან ჯამში 231 განაცხადი, მათ შორის თსუ-დან 148) დარეგისტრირდა. პროექტის შესარჩევმა კომისიამ კონკურსის შედეგად 116 გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის 42 საქართველოს მოქალაქეა, მათგან 33 კი თსუ-ს სტუდენტი და აკადემიური პერსონალია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 29 სტუდენტს და აკადემიური პერსონალის 4 წარმომადგენელს ევროკომისიის დაფინანსებით 2015-2016 სასწავლო წელს HERMES-ის პროექტი დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას და დაუფინანსებს ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს.

« იხ. ყველა სიახლე