2019-11-29
რექტორის შეხვედრა თსუ „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებთან
2019 წლის 28 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე შეხვდა „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს. ფუნქციონირებს თსუ-ში და არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივი პროექტი.
სკოლა დაფუძნდა და საქმიანობა დაიწყო 2019 წლის გაზაფხულზე, თუმცა მიუხედავად მცირე დროისა, უკვე გადამზადდა დაახლოებით 50 მოსწავლე.
სკოლაში მიიღებიან V-X კლასის მოსწავლეები და სწავლობენ შემდეგ საგნებს: ასტრონომია, ადამიანის უფლებები, ეთნოგრაფია, კრიმინალისტიკა, გეოგრაფიული უცნაურობები, ლოგიკური ამოცანები, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, ასევე მათ უტარდებათ ცდები ფიზიკასა და ქიმიაში. მოსწავლეებს საგნებს უკითხავს თსუ აკადემიური პერსონალი.
სკოლის მიზანია, რომ ბავშვები თავიდანვე გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს, უნივერსიტეტის ტრადიციებს, მიღწევებს, პროფესორ-მასწავლებლებს, გამოუმუშავდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, თითოეულ საგანს შეხედონ პრაქტიკული კუთხით და დაინახონ ცხოვრებაში მათი დანიშნულება, დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები, მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშებში, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და სიახლეების შესახებ, უკეთ გაეცნონ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
გიორგი შარვაშიძემ მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და მიღწევები, ისაუბრა განათლების სფეროს განვითარების აუცილებლობასა და თსუ როლზე ამ პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი
ვასილ გონაშვილი.
« იხ. ყველა სიახლე