2017-09-04

ახალი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ახალი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ახალი საკონკურსო კრიტერიუმები შემუშავდა. გთავაზობთ სამუშაო პროექტს. სამი თვის განმავლობაში პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

საბოლოო, შეჯერებულ დოკუმენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები განიხილავენ.

პირველი შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტის შესახებ შეხვედრაზე ბერი საინტერესო მოსაზრება გამოითვა. შემდეგი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია განთავსდება თსუ-ს ვებგვერდზე.

პროექტის შესახებ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე:info@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე