2018-04-29

„პლანეტა რიდმორი“

„პლანეტა რიდმორი“
თუ ხარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და  გიყვარს ლიტერატურა - აღმოაჩინე #ახალისამყაროები ჩვენთან ერთად!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და “წიგნები ბათუმში“ წარმოგიდგენთ შემეცნებით სტუდენტურ პროექტს: „პლანეტა რიდმორი“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

პროექტი გულისხმობს გამომცემლობის „წიგნები ბათუმში” შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის წერას. ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობის მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდება:

I ადგილი - ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზური
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი


I ეტაპი – კონკურსზე  დარეგისტრირება

პროექტში მონაწილეობის მსრუველმა უნდა შეავსოს საკონკურსო ანკეტა. ანკეტის შევსებით თქვენ ავტომატურად ხდებით მინი კონკურსის „კოსმოსური ოდისეა ელექტრომობილით“ მონაწილე, რომლის გამარჯვებულიც სპეციალურ პრიზს მიიღებს. თქვენ გეძლევათ საშუალება ლურჯ ელექტრომობილს გაატანოთ სამი გზავნილი: ერთი ნივთი, ერთი ტექსტური შეტყობინება და ერთი აუდიოჩანაწერი. მოიფიქრეთ საინტერესო და ორიგინალური ამანათი ელექტომობილისთვის, დაასაბუთეთ არჩევანი და მოიპოვეთ პრიზი.

პასუხები მიიღება 12 აპრილის 18:00 საათამდე.

*ერთხელ დარეგისტრირებულ კონკურსანტს მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტურში.

II ეტაპი - კონკურსით გათვალისწინებული 10 წიგნის წაკითხვა და ტესტის წერა.

პირველი საკონკურსო წიგნი 11 აპრილს დასახელდება. ყოველი ტესტის შედეგად, გამოვლინდება ტურის ლიდერი, რომელიც, შემდგომი ტესტირების წინ, დასაჩუქრდება სერტიფიკატით და სიმბოლური საჩუქრებით;

კონკურსის ფეისბუქ გვერდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე