2015-12-28
ბრძანება №:33/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების გადმოცემის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№   33/29 - 01
25.12.2015
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის  სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების გადმოცემის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების გადმოცემის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის  შემდეგი შემადგენლობა:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი;
ბ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
დ)ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
ე) ასისტენტ-პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო სამსახურის უფროსი;
ვ) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
ზ) ეთერ გიგაური –კანცელარიის უფროსი;
თ) ბონდო კაკუბავა – მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
ი) ინეზა ვაწაძე – მდივან-რეფერენტი;
კ) მარიამ გოგოჭური – უფროსი სპეციალისტი;
ლ) გვანცა ხასია – უფროსი სპეციალისტი.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი         თეიმურაზ ბერიძე     

« უკან დაბრუნება