2014-11-14
ბრძანება №:24/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტურანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება


№ 24/29 - 1
14.11.2014
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტურანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) მამუკელაშვილი იოსები - სადი¬სერ¬ტა¬ციო თემა: ,,საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოში“, მეცნიერ - ხელმძღვანელი: პროფესორი ელენე ხარაბაძე;
ბ) მოდებაძე თეა - სადი¬სერ¬ტა¬ციო თემა: ,,ფინანსური სტაბილურობის ამაღლების გზები ბინათმშენებლობის ბიზნესში“, მეცნიერ - ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
გ) ქავთარაშვილი ალექსანდრე - სადისერტაციო თემა: ,,ფინანსური ანგარიშგების სრულყოფის გზები სადაზღვევო კომპანიებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე;
დ) შუბითიძე ირაკლი - სადისერტაციო თემა: ,,თანამედროვე ბიზნეს–გარემოს გავლენა დანახარჯთა კალკულაციაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
ე) ზუბიაშვილი გრიგოლი - სადისერტაციო თემა: ,,ეფექტიანობის ამაღლების გზები ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
ვ) სრესელი რუსუდანი - სადისერტაციო თემა: ,,გადასახადების აღრიცხვისა და ანალიზის სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ელენე ხარაბაძე;
ზ) ჩავლეშვილი ნინო - სადისერტაციო თემა: ,,კაპიტალის ეფექტიანობის ანალიზი, მისი გაუმჯობესების გზები“ (საააქციო საზოგადოებების მაგალითზე), მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ელენე ხარაბაძე;
თ) ხინჩლაშვილი ნანა - სადისერტაციო თემა: ,,საკუთარი კაპიტალის შეფასებისა და ანალიზის აქტუალური საკითხები მცირე და საშუალო საწარმოებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
ი) ბერიძე თეა - სადისერტაციო თემა: ,,საპროექტო რისკების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია;
კ) სოსელია ოთარი - სადისერტაციო თემა: ,,შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სრულყოფის გზები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე;
ლ) კეკენაძე ნინო - სადისერტაციო თემა: ,,მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებების როლი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება