2012-04-06

2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წინასწარ დადგენილ ვადებში მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა მიმდინარე შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№05/01-01                                       03. 04. 2012
2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წინასწარ დადგენილ ვადებში მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა მიმდინარე შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით      
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. განისაზღვროს შუალედური გამოცდებისათვის 2012 წლის 30.04_05.05. პერიოდი;
  2. იმ შუალედური გამოცდებისათვის, რომლებსაც ატარებს საგამოცდო ცენტრი საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას თსუ საგამოცდო ცენტრში არა უგვიანეს 12.04. 2012;
  3. თსუ საგამოცდო ცენტრში საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;
  4. საგამოცდო საკითხებთან ან ბილეთებთან ერთად ლექტორებმა/პედაგოგებმა უნდა წარადგინონ საგნის პედაგოგის ფორმულარი;
  5. დაევალოს ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დეკანის მოადგილეს გიორგი ღაღანიძეს;
  6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                            ა. ხელაძე
Print

« იხ. ყველა სიახლე