2020-07-13
ბრძანება №:17/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№17/29 - 01
01.07.2020
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის №10 ოქმით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) პროფესორი რევაზ გველესიანი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) პროფესორი ნუგზარ თოდუა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ე) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ვ) პროფესორი დავით ნარმანია  – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ზ) პროფესორი ლევან საბაური – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
თ) პროფესორი დემურ სიჭინავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ი) პროფესორი თემურ შენგელია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ლ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
მ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ო) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;
პ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი გიორგი ღაღანიძე

« უკან დაბრუნება