2016-02-08
ბრძანება №:04/29 - 01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 04/29 - 01
04.02.2016    
ქ.თბილისი

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სიმონ გელაშვილი -  პროფესორი, თავმჯდომარე;
ბ) ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
გ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
დ) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ე) ნანა მაისურაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ვ) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ზ) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
თ) ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ი) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;
კ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ლ) ლალი კობახიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ნ) გვანცა ერისთავი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მდივანი.
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 23 თებერვლის №  05/29-01 ბრძანება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი თეიმურაზ ბერიძე 

« უკან დაბრუნება