2016-09-09
ბრძანება №:25/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№25/29 - 1
26.08.2016  
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ ) პროფესორი  ელგუჯა მექვაბიშვილი  – სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ)  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ)  ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე;
ე) ასისტენტ–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ვ) პროფესორი ნუგზარ თოდუა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია –  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
თ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე – სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ი) პროფესორი ელენე ხარაბაძე;
კ) პროფესორი იაკობ მესხია;
ლ) პროფესორი დავით ნარმანია;
მ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
ნ) პროფესორი დემურ სიჭინავა.
2.    დამტკიცდეს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი  –  სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ)  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ე) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე;
ვ) ასისტენტ–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ზ) პროფესორი რევაზ გველესიანი –  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
თ) პროფესორი იური ანანიაშვილი ;
ი) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
კ) პროფესორი ქეთევან მარშავა;
ლ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
მ) პროფესორი ნოდარ ხადური – საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ნ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი.
3.    დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამაზე „ტურიზმი“ კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი  – სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ)  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე;
ე) ასისტენტ–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ვ) პროფესორი ნუგზარ თოდუა –  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
თ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე.
4.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი                თეიმურაზ ბერიძე         



« უკან დაბრუნება