2016-09-05
ბრძანება №:23/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№23/29 - 01                                                                                                                                         27.07.2016                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) ლალი ბუჩუკური   - სადისერტაციო თემა: „აუდიტის ხარისხის კონტროლის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
ბ) სოფიო ტოგონიძე  - სადისერტაციო თემა: „ეროვნული ანგარიშები, როგორც ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის უნივერსალური ინსტრუმენტი“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი;
გ) ელისო ბერიძე  - სადისერტაციო თემა: „მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავისებურებები (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: პროფესორი ნოდარ ხადური;
დ) ნატალია ჭეიშვილი - სადისერტაციო თემა: „სახელმწიფო ვალის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: პროფესორი ნოდარ ხადური;
ე) სულხან ტაბაღუა  - სადისერტაციო თემა: „ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე;
ვ) ლევან კალანდაძე - სადისერტაციო თემა: „უძრავი  ქონების  შეფასება  როგორც  საინვესტიციო  საქმიანობის ეფექტიანად  მართვის  ინსტრუმენტი“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ხათუნა  ბარბაქაძე;
ზ) შოთა ლორია - სადისერტაციო თემა: „საქართველოს საინვესტიციო გარემო და მისი გაუმჯობესების გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ხათუნა  ბარბაქაძე;
თ) ხათუნა ინაური  - სადისერტაციო თემა: „შრომის ბაზრის ეკონომეტრიკული ანალიზი და ოპტიმიზაციის მიმართულებები“ , მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ნინო  მიქიაშვილი;
ი) ირაკლი შამუგია  - სადისერტაციო თემა: „ორგანიზაციული  პროცესების  რისკების  მართვის  მოდელები  და მათი  გამოყენების  გზები  საქართველოში“ , მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი ნინო  ფარესაშვილი, თანახელმძღვანელი:  პროფესორი  დავით  ნარმანია;
კ) სალომე საყვარელიძე  - სადისერტაციო თემა: „მოტივაციის ზრდის სტრატეგიები საქართველოს საჯარო უწყებებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: პროფესორი  დავით  ნარმანია;
ლ) თეონა მაისურაძე - სადისერტაციო თემა: „დასაქმებულთა  მწარმოებლურობის  გაუმჯობესების   მექანიზმები  ქართულ  კომპანიებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი ნინო  ფარესაშვილი;
მ) გვანცა გვაზავა - სადისერტაციო თემა: ,,მოტივაციის მართვის სრულყოფის თანამედროვე ტენდენციები ქართულ კომპანიებში”, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი ნინო  ფარესაშვილი;
2.    დამტკიცდეს ეკონომიკის  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი მიქელაძის სადისერტაციო ნაშრომის კონსულტანტად, პროფესორი სიმონ გელაშვილი.  
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი       თეიმურაზ ბერიძე

« უკან დაბრუნება