2016-12-29
ბრძანება №:31/29 – 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №221/01–01, 09.12.2016) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№31/29 – 01
28.12.2016                                                                                                                                  
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის  (რექტორის ბრძანება №221/01–01, 09.12.2016) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ„ დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
•    ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
•    სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის19 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 9:00-დან 17:00 საათამდე) საკონკურსო საბუთების მიღება მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,       პროფესორი    თეიმურაზ ბერიძე   

« უკან დაბრუნება