2012-04-06

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №40/01-01(13.03.2012) ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№04/01-01                                       30. 03. 2012
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №40/01-01(13.03.2012) ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. დაევალოს ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს თ. ბაგრატიონს სასწავლო პროგრამების სილაბუსებში მითითებული ძირითადი ლიტერატურის  შესაბამისობის დადგენა ბიბლიოთეკაში არსებულ რესურსებთან და შესაძენი ლიტერატურის სიის ხელახალი ფორმირება  ა. წ. 10  აპრილამდე;
  2. დაევალოს კათედრის ხელმძღვანელებს აკადემიური პერსონალის ინფორმირება სასწავლო კურსებში არსებული ძირითადი ლიტერატურის  დროებით სარგებლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის  გადაცემის შესახებ,  ძირითადი ლიტერატურის ასლების დამზადების და საბიბლიოთეკო დოკუმენტის ფორმის მიცემის მიზნით  ა.წ. 10 აპრილამდე;
  3. დაევალოს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებს მათ მიერ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  ცნობის წარმოდგენა ა. წ. 13 სექტემბრამდე იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსებში მითითებული  ძირითადი ლიტერატურა ინახება უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში;
  4. დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ-ს ე. ლეკაშვილს საბაკალავრო პროგრამების იმ სასწავლო კურსების  ჩამონათვალის შედგენა, რომელთა სილაბუსში მითითებული ძირითადი ლიტერატურა არ არის ქართულ ენაზე  ა. წ. 10  აპრილამდე;
  5. დაევალოს სასწავლო კურსის შემდგენ პირებს საბაკალავრო პროგრამების იმ სასწავლო კურსებისთვის, რომელთა სილაბუსში მითითებული ძირითადი ლიტერატურა არ არის ქართულ ენაზე, სალექციო კურსის  ელექტრონულ ფორმატში ქართულ ენაზე წარმოდგენა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ა.წ. 13 სექტემბრამდე.
  6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ-ს ე. ლეკაშვილს;
  7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                            ა. ხელაძე
Print

« იხ. ყველა სიახლე